კალენდარი.
თვე, კვირა ან დღე — გაკვეთილს ერთი მოძრაობით გადაიტანთ, ახალს ცარიელ ადგილზე დაჭერით ამატებთ, დღეს კი მასწავლებლების ან ოთახების მიხედვით ყოფთ.
სასწავლო ცენტრებისთვის
მოსწავლეები, ჯგუფები, დასწრება და მშობლები — ერთ სისტემაში, ქართულად. ექსელის ნაცვლად — ერთი ადგილი, სადაც ყველაფერი ერთმანეთს ემთხვევა.
ნებისმიერი მიმართულება
მათემატიკა თუ ჭადრაკი, ცეკვა თუ რობოტიკა — ჯგუფები, ცხრილი და დასწრება ყველგან ერთნაირად მუშაობს.
პლატფორმა
ყველა მოდული ერთსა და იმავე მონაცემებზე დგას — ცხრილიდან დასწრებამდე, დასწრებიდან მშობლის ტელეფონამდე.
თვე, კვირა ან დღე — გაკვეთილს ერთი მოძრაობით გადაიტანთ, ახალს ცარიელ ადგილზე დაჭერით ამატებთ, დღეს კი მასწავლებლების ან ოთახების მიხედვით ყოფთ.
რა ხდება ახლა, რა გელოდებათ და ვის აქვს ხშირი გაცდენები — ყველას თავისი, როლის მიხედვით.
კვირის ცხრილი, ოთახები და მასწავლებლები, ონლაინ ჯგუფებისთვის კი — შეხვედრის ბმული. დასწრება ორი დაჭერით, შემცვლელი ერთ გაკვეთილზე, განრიგი — PDF-ად მშობლებისთვის.
ფაილები ჯგუფს, შეფასება „სუსტიდან“ „შესანიშნავამდე“ და თვის ჩანაწერი თითო მოსწავლეზე.
ჯგუფის ჩატი და პირადი მიმოწერა — ფოტოებით, ფაილებით, ხმოვანი შეტყობინებებით და გამოკითხვებით. საჭიროებისას — წერა მხოლოდ სამუშაო საათებში.
ერთ გვერდზე — ფილტრები, ძებნა, CSV იმპორტი და ექსპორტი, ოჯახების მოწვევა SMS-ით.
მფლობელი და ადმინი ხედავენ, ვინ რა შეცვალა და როდის. მოსწავლეებისა და მშობლების ქმედებები არ აღირიცხება.
ფორმას შაბლონიდან ააწყობთ და ბმულით, QR კოდით ან პოსტერით გააზიარებთ. განაცხადები ერთ ადგილას გროვდება და იქიდანვე გადადის მოსწავლის ჩანაწერად.
ოჯახების გადასახდელი: თვის ფასი, კურსის ფასი ან გადახდა გაკვეთილების მიხედვით, საჭიროებისას — მოსწავლის საკუთარი ფასით. თანხა ავტომატურად ერიცხება, სიაში კი ჩანს, ვის რამდენი აქვს გადასახდელი და როდიდან.
სამუშაო საათები, დასვენების დღეები, ფოტოები და რამდენიმე სიტყვა ცენტრის შესახებ — მშობლები ყველაფერს აპში ხედავენ.
ინვოისები პორტალში და დაკეტვის პერიოდები — როცა ცენტრი ისვენებს.
ვისთვის
მფლობელი, ადმინი და მასწავლებელი ხედავენ მხოლოდ იმას, რაც მათ საქმეს სჭირდება. ოჯახებისთვის — აპი.
ერთ სისტემაში
გაკვეთილი ცხრილიდან, დასწრება გაკვეთილიდან, შეტყობინება — გაკვეთილის მასწავლებლისგან.
საუბარს არავინ კითხულობს, ვინც მასში არ მონაწილეობს — მფლობელიც კი.
მასწავლებელი ხედავს საკუთარ ჯგუფებს, მშობელი — საკუთარ შვილს.
ცვლილებები აღრიცხავს მხოლოდ პერსონალის ქმედებებს — მოსწავლეებისა და მშობლების არასოდეს.
მობილური აპი
ცენტრი მუშაობს პორტალში, მოსწავლე და მშობელი — აპში. შესვლა ტელეფონის ნომრით, პაროლის გარეშე.
დაწყება
არც ინსტალაცია გჭირდებათ და არც ტრენინგი — მხოლოდ ბრაუზერი. ხშირ კითხვებზე პასუხებსა და მოკლე ვიდეოებს კი პორტალის „დახმარება“-ში ნახავთ.
ცენტრის მონაცემები და გუნდი — მფლობელი, ადმინი, მასწავლებელი — თითოეული თავისი უფლებებით.
სია ატვირთეთ CSV ფაილით ან შეიყვანეთ ხელით; ჯგუფს მიაბით მასწავლებელი და ცხრილი.
თითო SMS — და მოსწავლე აპში ხედავს გაკვეთილებს, დავალებებსა და ჩატებს, მშობელი კი — დასწრებასა და პროგრესსაც.